პროექტები

შეიძლება ითქვას, რომ დღეს დიდსა თუ პატარას, მოხუცსა  თუ ახალგაზრდას გაგონილი აქვს კომპიუტერული ვირუსების შესახებ. მაგრამ  საინტერსოა სად, როდის,  რატომ ან ვის მიერ შეიქმნა პირველი კომპიუტერული ვირუსი,  როგორ ხდება მისი გავრცელება, რა ზიანს აყენებს იგი კომპიუტერს, რამდენად შესაძლებელია მისი ,ლიკვიდაცია“, არსებობს თუ არა რაიმე პრევენციული ზომები ან არის თუ არა რაიმე მსგავსება კომპიუტერულ ვირუსსა და ადამიანის ანუ ბიოლოგიურ ვირუსს შორის.
სწორედ ეს პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მობილიზება გაუკეთონ საკუთარ ცოდნას აღნიშნული თემის ირგვლივ. მოიძიონ და შეაგროვონ ახალი ინფორმაციები, დაამუშავონ და შემდეგ გააზიარონ როგორც თანატოლებთან, და პედაგოგებთან, ისე ფართო საზოგადოებას მიაწოდონ მათ მიერ შეგროვებული მასალები,  შემუშავებული პრევენციული ზომები და რეკომენდაციები კომპიუტერული ვირუსების ირგვლივ
ასევე პროექტზე მომუშავე ჯგუფი  ჩაატარებს კვლევას  ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შორის. ასევე გაესაუბრებიან გორის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს და ბოლოს მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით  მოამზადებენ სათანადო პრეზენტაციას.

პროექტზე მომუშავე ჯგუფის თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ექნება, რომლის ფარგლებშიც თავად მოსწავლე განსაზღვრავს როგორ უნდა შეუწყოს ხელი მისმა როლმა აღნიშნული თემის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ამისათვის ყველა მოსწავლე აკეთებს ინდივიდუალურად ჩანაწერებს. (იქნება ეს ვიდეო, აუდიო თუ სხვა ნებისმიერი ფორმით წაემოდგენილი). ეტაპობრივად ყველა მასალა ერთად იკრიბება, ხდება მისი დამუშავება-დახარისხება. პრეზენტაციის მომზადება. ყველა მასალა მასწავლებლის მიერ თავსდება შესაბამის ბლოგზე ჰტტპ://ცომვირუ.ბლოგსპოტ.ცომ ასევე დამზადდება ბუკლეტი აღნიშბული თემის ირგვლივ.

Комментариев нет:

Отправить комментарий